ოპოზიცია დღეს "ღირსების თაობის მხარდასაჭერად" თსუ-დან რუსთაველისკენ მსვლელობას აანონსებს

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირამდე, 17:00 საათზე, აქცია-მსვლელობა დააანონსა.

"დღეს 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, მე ამ ახალგაზრდებს შემიძლია დავარქვათ ღირსების თაობა, ყველანი უნდა შევიკრიბოთ თსუ-სთან და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ. ვიყოთ ძალიან ბევრი. დამარცხების, "ქართული ოცნების" აი ამ რეჟიმის დასრულების გზა არის საყოველთაო ერთიანობა, საყოველთაო ერთსულოვნება და იმ დიდი გაფიცვის, დიდი საყოველთაო დაუმორჩილებლობის ნიშნულამდე მისვლა, როდესაც რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშლება და უარს იტყვის," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.