შეხვედრა ტრამპთან, მასკთან და მელონისთან - სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი პარიზში

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სალო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საფრანგეთში, ხან­ძრის შემ­დეგ აღ­დგე­ნი­ლი პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის გახ­სნას და­ეს­წრო. საქართველოს პრეზიდენტი, ელისეის სასახლეში შეხ­ვედ­ა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს ემა­ნუ­ელ მაკ­რონს და სხვა მსოფლიო ლიდერებს.

"სიღ­რმი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვა მქონ­და პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან და პრე­ზი­დენტ მაკ­რონ­თან. ვამ­ხი­ლე მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შო რეპ­რე­სი­ე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ. ხაზი გა­ვუს­ვი ძლი­ე­რი აშშ-ს სა­ჭი­რო­ე­ბას. ქარ­თველ ხალ­ხს დო­ნალდ ტრამ­პის სა­ხით მე­გო­ბა­რი ჰყავს. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი", - დაწერა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლმა.

ზურაბიშვილი ასევე შეხვდა იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯორ­ჯია მე­ლონს.

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­უ­აბ­რი მქონ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯორ­ჯა მე­ლო­ნის­თან. ვამ­ხი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გან­გა­შო რეპ­რე­სი­ე­ბი. მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე მას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად, იტა­ლი­ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის ძლი­ე­რი და გა­დამ­წყვე­ტი ქმე­დე­ბის­თვის. მად­ლო­ბა იტა­ლია", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში შეხვდა SpaceX-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს და დო­ნალდ ტრამ­პის გუნ­დის მნიშ­ვნე­ლო­ვან წევრს, ილო­ნ მასკსსაც. 

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­უ­ბა­რი მქონ­და ილონ მასკთან სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. მო­უთ­მენ­ლად ველი მას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში“, - წერს პრე­ზი­დენ­ტი.