თბილისში მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართა.  მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები  რესპუბლიკური მოედნიდან მსვლელობით პარლამენტამდე მივიდნენ. მათ გუშინ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭრათ იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც აქციის მსვლელობის დროს დაშავდა.

აქციაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი.