ნეაპოლში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

"ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები", "არა რუსეთს" - ნეაპოლში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და სოლიდარობას უცხადებენ აქციების მონაწილეებს, უკანონოდ დაკავებულებსა და ნაცემ მოქალაქეებს. 

იტალიაში გამართულ აქციაზე, ქართველებმა "ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებები გააპროტესტეს.