პარლამენტმა „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. შესაბამისი კენჭისყრები პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.
უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს შეუწყდა.
სადეპუტატო მანდატი შეუწყდა ასევე პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, იუსტიციის მინისტრს ანრი ოხანაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილსა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილს.