რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს. ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და ამას სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. 

წინა დღეებისგან განსხვავებით, ტერიტორიაზე არ იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი და ტერიტორიაზე მხოლოდ პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი პატრულირებს. ადგილზე არ არის მობილიზებული არც წყლის ჭავლის მანქანები.