ბათუმში მიმდინარე აქციას ექიმები შეუერთდნენ.
მედიკოსები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ექიმებს, ძალადობის მსხვერპლ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს.
ექიმებს თან აქვთ ბანერები წარწერით: "სოლიდარობა ექიმებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს!", "ჩვენი გზა ევროპაშია".
კობახიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ, ბათუმში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.