"არა "ოცნებას", არა ყაველაშვილს" - შაბათს, 14 დეკემბერს, 09:00 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
მოქალაქეები ერთპარტიული პარლამენტის მიერ სალომე ზურაბიშვილის გადაყენების პროცესის ფორსირებულ რეჟიმში დაწყებას გააპროტესტებენ და "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ბოიკოტს გამოუცხადებენ.