იურისტები ხვალ უზენაეს სასამართლოსთან აქციას აანონსებენ. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ზვიად კორძაძე წერს.
"კოლეგებო, ადვოკატებო, იურისტებო, ხვალ 13 დეკემბერს 17.00 სთ-ზე უზენაეს სასამართლოსთან ადვოკატების და იურისტების აქცია: ევროინტეგრაციისთვის, სამართლიანობისთვის, ძალადობის წინააღმდეგ", - აცხადებს კორძაძე.
ცნობისთვის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ცალ-ცალკეც მართავენ პროევროპულ აქციებს. დღეს, IT/TECH კომუნის, ასევე მუსიკოსების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ხვალ დაგეგმილია ღვინის სექტორის აქციაც.