დღეს დედაქალაქს პროტესტის მასშტაბური ტალღა მოიცავს - საპროტესტო აქციების ჩამონათვალი

დღეს დედაქალაქს პროტესტის მასშტაბური ტალღა მოიცავს. უწყვეტი პროტესტის მე-16 დღეს, დილის 11 საათიდან თბილისში სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები აქცია-მსვლელობებს გამართავენ.

სტუდენტები, ხელოვანები, მუსიკოსები, დიზაინერები , სტარტაპერები, იურისტები, სამედიცინო საზოგადოება, HR პროფესიონალები, ფინანსური სფეროს, IT სფეროს და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები, პროდასავლური ოპოზიცია - სხვადასხვა ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, დღის ბოლოს კი - საღამოს 19 საათზე ყველა ერთად რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება


საპროტესტო აქციების ჩამონათვალი:

11:00 სთ - რესპუბლიკის მოედანი - IT/TECH კომუნის მარში
12:00 სთ - სტარტაპერების შეკრება GITA-სთან
13:00 სთ - რესპუბლიკის მოედანი - ფინანსური სფეროს წარმომადგენლების მარში;
13:00 სთ - რესპუბლიკის მოედანი - HR პროფესიონალები და ტრენერები;
13:00 სთ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი - სტუდენტების აქცია;
14:00 სთ - არქივის შენობა - გაფიცული ხელოვანების მსვლელობა EU-ს ქვეყნების საელჩოებისკენ;
14:00 სთ - ვაკის პარკი - დიზაინერები საქართველოსთვის;
14:00 სთ - მუსიკის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი;
14:00 სთ - თბილისის მერია - "კოალიცია ცვლილებისთვის" საპროტესტო აქცია;
14:30 სთ - ვაკის პარკი - PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები;
17:00 სთ - უზენაესი სასამართლო - ადვოკატების, იურისტების, იურიდიული ფირმების ასოციაციების პროტესტი;
17:00 სთ- ეკონომიკის სამინისტრო - ღვინის კომუნის პროტესტი;
17:00 სთ - თსსუ-ს ეზო - სამედიცინო საზოგადოება [ექიმები, სტუდენტები, ლექტორები]
18:00 სთ - მარჯანიშვილის მეტრო - ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ;
19:00 სთ - მარჯანიშვილის მოედანი - ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების მსვლელობა პარლამენტისკენ;