14 დეკემბერი, პროტესტის მე-17 დღე - დაგეგმილი აქციებისა და მსვლელობების ჩამონათვალი და გრაფიკი

დღეს, 14 დეკემბერს, უწყვეტი პროტესტის მე-17-ე დღეს, დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი. სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები, აქცია-მსვლელობებს აანონსებენ.

ჩამონათვალი ასეთია:

  • 07:00 საათი - მსვლელობა ფილარმონიიდან - "გაიღვიძე საქართველო!";
  • 08:30 საათი - თსუ-ს პირველი კორპუსი დან - თსუ-ს საპროტესტო მარში!;
  • 09:00 საათი - პარლამენტი - "ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს!";
  • 12:00 საათი - რესპუბლიკის მოედნიდან - გარემოს დამცველთა მარში;
  • 13:00 საათი - რუსთაველის მეტროდან - "ჩემი შვილია, ხელი გაუშვით";
  • 13:00 საათი - მარში ვაკის პარკიდან - "დიზაინერები საქართველოსთვის";
  • 14:00 საათი - ეგნატე ნინოშვილის 55 (საქსტატის შენობასთან) - "ერთად გავაპროტესტოთ მოპარული სტატისტიკა";
  • 15:00 საათი - ფილარმონია - "მთა თავისუფლებისთვის"; 
  • 16:00 საათი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისიდან - სპორტის წარმომადგენლების მარში.