"მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში" - პრეზიდენტმა პარლამენტთან შეკრებილ ხალხს მიმართა

"მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

"მინდა გისურვოთ მშვიდობიანი საღამო, არ იყოს არანაირი პროვოკაცია . ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. იყავით მშვიდად , იყავით კარგად. მე ვართ თქვენთან და არცერთ პროვოკაციას არ დავუშვებთ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.