"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - ამის შესახებ X-ზე წერს კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრეს.
"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს რუსი მარიონეტული პრეზიდენტი შეასაღოს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!" - წერ უილსონი.