თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 15 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.

აქციები გაიმართება:

  • 14:00 - რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოსთვის - კულტურის სამინისტრო;
  • 16:00 - ქართველი ფანების მსვლელობა ფილარმონიიდან;
  • 16:00 - ხელოვანების მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე;
  • 17:00 - დამკვირვებლების მარში - ფილარმონიიდან პარლამენტამდე;
  • 18:00 - მარში - ESM-ელები ევროპისკენ! ვაჟა-ფშაველას 40-დან პარლამენტამდე;
  • 18:00 - „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების საპროტესტო მარში რესპუბლიკის მოედნიდან;
  • 19:30 - ვეტერინარებისა და ცხოველთამოყვარულების მარში რესპუბლიკის მოედნიდან.

დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.