ქართველმა ემიგრანტებმა ტორონტოში საპროტესტო აქცია გამართეს

ქართველი ემიგრანტების მორიგი აქცია გაიმართა კანადაში, ქალაქ ტორონტოში. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს უნგრეთის საკონსულოსთან, სადაც უნგრეთის მთავრობას მოუწოდეს გადაეხედათ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებული პრორუსული პოლიტიკისთვის.

აქტივისტებმა საკონსულოს წარმომადგენლებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ სანქციებს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ, რომელშიც მთავარი ფიგურა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვაა.

მათი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დაცვას, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას და რუსული გავლენების თავიდან აცილებას.