საქართველოს საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება

დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველოს საკითხი განიხილება.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა ადგილობრივი დროით 10:00 საათზეა დაგეგმილი და მას პირველად უძღვება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაჯა კალასი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელები საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მოსაზრებებს გაცვლიან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დღის წესრიგში ასევე შედის საქართველოს კანდიდატის სტატუსის განხილვა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.