რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანები ერთი კაბინეტიდან იღებენ ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.
„რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალულები, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, მათ წააგეს ქუჩა. ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას და ზოგადად, გამოჩენას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია იმისათვის, რომ დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა, - განაცხადა პრემიერმა.
ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.
პრემიერის თქმით, ეს ტყუილია და კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება არ შესულა.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაკითხულის თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს სწორედ 2030 წლისთვის.
„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის წინაშე და არა მარტო, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. მინდა წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.