დღეს, 19 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
- 10:00 - გააგონე მშობლების ხმა - განათლების სამინისტროსთან;
- 13:00 - გაფიცვა;
- 18:00 - გურულების მარში - ევროპის მოედნიდან პარლამენტამდე;
- 19:00 - აქცია პარლამენტთან;
- 19:00 - ქართველი გეიმერები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - მეტრო რუსთაველი;
- 19:30 - კალათბურთის მოყვარულებისა და კალათბურთელების მარში - რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე;
- 20:00 - ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარში - მეტრო რუსთაველიდან პარლამენტამდე
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.