რუსთაველზე, ახალი წლის ჯადოსნურ საპროტესტო ღამეს პრეზიდენტი ხალხთან ერთად შეხდება

ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე რუსთაველის გამზირზე - აღნიშნული ჯგუფი Facebook-ში შეიქმნა და დაანონსებული ღონისძიებით ერთ ღამეში 11 000 ადამიანი დაინტერესდა.

ეს სახალხო ინიციატივაა, რომელიც ქართველი ხალხის პროტესტს გამოხატავს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე ერთად აღნიშნავენ ახალი წლის დადგომას.

„ახალი წლის ღამეს - სახალხო სუფრა რუსთაველზე, მოდის ვისაც უნდა მოაქვს რაც უნდა, აკეთებს რასაც უნდა. არავითარი კონცერტი“, - აღნიშნავს ჯგუფის ინიციატორი თამუნა თანდაშვილი.

სახალხო პროტესტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უერთდება. ამის შესახებ მან ღონისძიების Facebook-ჯგუფში დაწერა: "ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობის და თავისუფლების წელი . შევხვდეთ ერთად!"

Facebook-ში შექმნილ ღონისძიების აღწერაში წერია: „ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური - ქართველი ხალხი. ახალ 2025 წელს“.