აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა მათ ფინანსური სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული.
"საქართველოში არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვანმა ოფიციალურმა პირებმა სასტიკი რეპრესიები დაიწყეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა და ძალადობა", - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი ტ. სმითმა.
2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა.
მასალა ახლდება