2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახულ ოპოზიციური პარტიებს ეჭვი გაუჩნდათ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანის კეთილსინდისიერების შესახებ. ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს მიმართავენ, განიხილონ ალან ბერსეს ვიზიტისას „მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი“.
„ასეთი დროს მისი ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს სრულიად აცდენილია იმ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც საქართველოში დღეს არის და ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ვიზიტის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით.
ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერეცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.
ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. „რუსულ კანონში“ რაიმე სახის საკანონმებლო ცვილებების გატარების და მის „გაკეთილშობილების“მცდელობაზე ან ამ მიზნით არალეგიტიმური პარლმენტაისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.