პროტესტის 23-ე დღე - რუსთველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

პარ­ლა­მენ­ტის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა გა­და­კე­ტეს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკვე 23-ე დღეა, რაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ. ისინი ახალ არჩევნებსა და ბოლო კვირებში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

ცოტა ხნის წინ აქ­ცი­ას მსვლე­ლო­ბით იუ­რის­ტთა მარ­ში შე­უ­ერ­თდა, რო­მელ­მაც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან აიღო სტარ­ტი და მსვლე­ლო­ბით რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რამ­დე მი­ვი­და. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რულ­თა მარ­შიც შე­უ­ერ­თდა. 

პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდნენ ენერ­გე­ტი­კის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მსვლე­ლო­ბით მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტთან. პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას ასე­ვე შე­უ­ერ­თდნენ „ვე­გა­ნე­ბის მარ­შის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან გა­მარ­თეს მსვლე­ლო­ბა.„ნუ შეგ­ვჭა­მეთ“!, „ვე­გან მოგ­ვა­ტყუ­ებთ!“, „მშვი­დო­ბი­ა­ნი მარ­შე­ბი გა­გიყ­ვანთ მა­რილ­ზე!“.