"მაგდებურგში მომხდარი თავდასხმა საშინელი შეტევაა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ" - ზურაბიშვილი

"მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა არის საშინელი შეტევა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩემი ფიქრები ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა."

- წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მაგდებურგში მომხდარი თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 80-მდე კი დაშავდა.