“მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც... ქართველი ვარ“ - სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი “კა­ხე­ლე­ბის მარშს” შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის წინ შე­ჩერ­და.

კა­ხე­ლე­ბი და ქი­ზი­ყე­ლე­ბი ერეკ­ლე II-ის მო­ედ­ნი­დან ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლემ­დე აქ­ცია-მსვლე­ლო­ბით ლო­ზუნ­გით - “დინ­ჯად, მაგ­რამ ჯი­უ­ტად ევ­რო­პის­კენ!“ მი­ვიდ­ნენ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლმა  ორბელიანის სასახლის წინ სა­ა­ხალ­წლო სო­ფელ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ სცე­ნიდან მიმართა მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს.0

 “ეს ად­გი­ლი ჩვე­ნია, ეს სცე­ნა ჩვე­ნია, ვერ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ. ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე, მო­ე­და­ნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნია. კა­ხე­ლებს და სხვებ­საც დიდი მად­ლო­ბა. მე მხო­ლოდ კა­ხე­ლი არ ვარ, მეგ­რე­ლიც ვარ, გუ­რუ­ლიც... ქარ­თვე­ლი ვარ. დიდი მად­ლო­ბა და შევ­ხვდეთ 21:00 სა­ათ­ზე,“ - მი­მარ­თა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შეკ­რე­ბი­ლებს.