დღეს, 26 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 29-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან.
განრიგი ასეთია:
- 13:00 საათი - გაფიცვა
- 16:00 საათი - მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების, შემოქმედებითი ინდუსტრიის მსვლელობა. ძველი სპორტის სასახლე
- 17:00 საათი - ვერ ჩაახშობ! - აუდიო პროფესიონალების ხმა საქართველოსთვის. ვაკის პარკი
- 18:00 საათი - ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის. თსუ-ის I კორპუსი
- 18:00 საათი - სომხური და აზერბაიჯანული მარშები. სომხების მარში - ავლაბრის მეტროდან პარლამენტამდე
- აზერბაიჯანელების მარში - ჰეიდარ ალიევის პარკიდან (აბანოთუბანი) პარლამენტამდე
- 19:00 საათი - სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ! პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე
- 19:00 საათი - პირველი ექსპერიმენტული სკოლის მარში. თსუ-ის I კორპუსი
- 19:00 საათი - პირველი კლასიკური გიმნაზიის მარში. თსუ-ის I კორპუსი
- 19:00 საათი - მეექვსე სკოლელების მარში. ფილარმონიიდან პარლამენტამდე
- 19:00 საათი - ბათუმელების მსვლელობა თბილისში. ბუკიას ბაღი
- 19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან
- 19:00 საათი - დღის ეთერი ხალხს! საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, კოსტავას 68
- 20:00 საათი - სასულიერო პირების შვილების მარში. ევროპის მოედანი