მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მუქარას პრეზიდენტის მიმართ - ესტონეთის პრეზიდენტი ზურაბიშვილს

ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ალარ კარისი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს: 

"საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ იპოვოს გზები დემოკრატიულ პროცესში ნდობის აღსადგენად. მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და პრეზიდენტის მიმართ მუქარას" წერს ესტონეთის პრეზიდენტი.