დღეს, 31 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 34-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან.
განრიგი ასეთია:
11: 00 საათი - საპროტესტო მარათონი პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალი
21:00 საათი - ახალი წლის ჯადოსნური მარში, თსუ-ის პირველი კორპუსი
22:30 საათი - ახალი წელი თავისუფლებისთვის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!, გლდანის ციხე
23:00 საათი - დინჯად და ჯიუტად ევროპისკენ!, პარლამენტთან
23:00 საათი - ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე, აქცია პარლამენტთან
23:30 საათი - გახდი "საიდუმლო სანტა", პარლამენტთან
23:30 საათი - ჩვენი გამარჯვებისა იყოს! ახალი წლის ღამე მეღვინეებთან, რუსთაველის 17
01:00 საათი - ბენდი FREERIDE თავისუფლებისთვის, რუსთაველის 23