რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში სუფრას შლიან. როგორც ისინი აცხადებენ, აპირებენ, რომ ახალ წელს რუსთაველზე შეხვდნენ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.