,,შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ” – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ ორლეანში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა:

„შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და გვერდში ვუდგავართ, სოლიდარობას ვუცხადებთ მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს”, – წერს უწყება სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში, ახალ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.