ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და გაურკვეველი ვადით გადადო.
"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე რომ საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, სანამ OSCEPA-ს პროცესებში ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ ვართ მზად რომ მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების შესრულებაში" წერს პია კაუმა X-ზე.
პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი. ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა კოალიციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ახლა ამ ვიზიტის შესაფერისი დრო არ იყო და "ქართულ ოცნებას" აძლევდა საბაბს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა.