მთის ტრასების სააგენტოს (MTA) განცხადებით, მთის კურორტებზე გათოვლიანების სისტემა ყოველთვის ჩართულია, როცა საჭიროა. ასე უპასუხა სააგენტომ ბიზნესის კრიტიკას გათოვლიანების სისტემასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ როგორც გუდაურში მდებარე კაფე “მთვრალი ალუბლის” თანადამფუძნებელმა, მირანდა ესაკიამ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, კურორტი მოუმზადებელი შეხვდა სათხილამურო სეზონის დაწყებას. მისივე თქმით, გათოვლიანების სისტემა არ მუშაობდა და არც ახლა მუშაობს.
თავის მხრივ მთის ტრასების სააგენტოში bm.ge-ს განუცხადეს, რომ ამ დროისთვის 80-კილომეტრიანი ტრასიდან, 5 კილომეტრია გათოვლიანებული, სადაც შესაბამისი სისტემა არის დამონტაჟებული.
"ტრასების საერთო ჯამი არის 80კმ. გათოვლიანება მხოლოდ 5 კმ-ზე ხდება. ამასთან, ყველა ტრასა სრულიად გახსნილი არ არის - სადაც არის შესაბამისი ნალექი, იქ იხსნება ტრასებიც“, - განმარტეს MTA-ში და დასძინეს, რომ გუდაურში ამჟამად ჯამში, დაახლოებით 40 კმ ტრასაა გახსნილი.
ცნობისთვის: კურორტი გუდაური 21 დეკემბერს, ბაკურიანი 7 დეკემბერს, გოდერძი 14 დეკემბერს , ხოლო მესტია კი 21 დეკემბერს გაიხსნა.