პროტესტის 43-ე დღე - ხალხი ისევ რუსთაველის გამზირზე იკრიბება

რუსთაველის გამზირზე ხალხი იკრიბება - პროტესტის 43-ე დღეს, საქართველოს მოქალაქეები ისევ ქუჩაში გამოდიან და ქვეყანაში ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

რეჟიმის მოლოდინი, რომ ხალხი დაიღლებოდა და პროტესტი ჩაცხრებოდა ჩავარდა. ყველა მზად არის იმდენი ხანი იდგეს ქუჩაში, რამდენიც გამარჯვებისთვის არის საჭირო. დღესაც შეკრების მთავარი ადგილი პარლამენტის შენობაა.