სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს ადვოკატებმა და დაკავებულთა მხარდამჭერებმა

ქაოსი  სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე და პროკურორები სხდომათა დარბაზში მარტო დატოვეს. პატიმრებმა, მათმა ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა, რამდენიმე წუთის წინ სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს. მიზეზი მოსამართლე ხუსკივაძის უარია დარბაზის შეცვლაზე. 

ოლიგარქის ტყვეები საბრალდებო   სკამებზე ვერ ეტეოდნენ, ადვოკატებს ადგილი ჰყოფნიდათ. სხდომათა დარბაზი იმდენად პატარაა, რომ ხალხ ჰაერიც კი არ ჰყოფნიდა, ცოტა ხნის წინ, ერთ ერთი დაკავებული  შეუძლოთაც გახდაა. ირაკლი მიმინოშვილის დასახმარებლად მედიკოსების გამოძახება გახდაა საჭირო.

ადვოკატების განცხადებით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და დარბაზის შეცვლა აუცილებელია.

„მონებო“, „რუსებო“ - სკანდირებენ დაკავებულების ახლობლები. 

ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან. თვითონ მოსამართლემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა დარბაზი. ფაქტობრივად, ფიზიკურად შეუძლებელი იყო იქ ყოფნა, სუნთქვა. ერთ-ერთი ბრალდებული გახდა ცუდად, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბრიგადამ, გასინჯა და თქვა, რომ უჟანგბადობის გამო ადამიანი გახდა ცუდად.

ეს ცნობა მოსამართლეს წინ ედო და ამ ახალი გარემოებების გამოვლენის მიუხედავად დარბაზი არ შეცვალა. მოსამართლემ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ პროცესში მონაწილე პირების ღირსება და პატივი არ შელახოს. დღეს არ არის ეს დაცული, არც ადვოკატების. ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება აღკვეთს ღონისების საშუალებით მთავარ მნიშვნელოვან საკითხზე დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია.

ახლა არის ერთი კაცის სასამართლო, როცა მოსამართლე და პროკურორები სხედან და განიხილავენ საქმეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სასამართლო ასე უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ღირსება და პატივს. სასამართლოს ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა დარბაზი, რისი აკრძალვის უფლებაც არ აქვს. შესაბამისად, ბრალდებულებმა გამოხატეს პროტესტი ამასთან დავშვრებით. ყველა ადვოკატმა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ დარბაზი'', - ამბობს  ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.