ქვეყანა საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადება. საქართველოს ისტორიაში პირველად, 15 იანვარს, 15:00 საათიდან ყველა იფიცება.
დღეს სინდისის პატიმრის - ანდრო ჭიჭინაძის დედა და მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს ბანკის დირექტორს ხვდებიან.
ისინი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციისგან გარანტიას მოითხოვენ, რომ თანამშრომლებს გაფიცვაში ხელს არ შეუშლიან. დღესვე იქნება შეხვედრა თიბისი ბანკის დირექტორთანაც.
მხოლოდ ამ ორ ბანკში ათი ათასობით ადამიანია დასაქმებული, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს გაფიცვაში ხელი არ შეუშალონ, რადგან ეს მათი კანონიერი უფლებაა.
ყველა პატიმრის დედის სახელით და თხოვნით, მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, 15 იანვარს საბანკო სფეროში დაგეგმილ სამ საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით, არ შეუშალონ ხელი თავის თანამშრომლებს, ვისაც ნება აქვთ და უნდათ, რომ გაიფიცონ არ შეუშალონ ხელი. მინდა მკაფიო პასუხი იმაზე, რომ ეს თანამშრომლები, რომლებიც გაიფიცებიან არ დაისაჯონ. ამას ვითხოვ და მოვითხოვ. თუ გინდათ, რომ პატიმრების მშობლებს და პატიმრებს გვერდით დაუდგეთ. ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ ამით. მორალური ამბავია და მე მგონია, ყველა შევა ჩვენს მდგომარეობაში. იმედი მაქვს, საბანკო სექტორი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ.