"ქართული ფარმაცია ირჩევს ევროპულ გზას" - ფარმაცევტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

"ქართული ფარმაცია ირჩევს ევროპულ გზას" - ამ ლოზუნგით ფარმაცევტები თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და ახლა მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან. 

"ევროპული მედიკამენტები სჯობია რუსულს" - სკანდირებენ ევროპული მომავლის მცველები, რომლებიც პროტესტის ნიშნად აქციაზე პირბადით მივიდნენ.

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ვუერთდებით მთლიანად საქართველოს მოთხოვნებს, გათავისუფლებული იქნან რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სხვა გამოსავალი ქვეყანაში არ არის უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, იმისათვის რომ აღდგეს სამართლიანობა ერთხელ და სამუდამოდ.