სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ახლი ტალღა დაიწყო. ადმინიტრაციის და უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომ ახალგაზრდებს შენობაში საკვები და ლეიბები არ შეეტანათ და ინივერსიტეტში ღამე არ გაეთიათ, სტუდენტები მაინც შენობაში დარჩნენ და ამ წუთამდე იქ იმყოფებიან.
მთავარი მოთხოვნა ოცნების მეკავშირე რექტორის გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყნაში ახლი არჩევნებია.
პროტესტის გრძელდება თეატრალურ უნივერსიტეტშიც, სადაც სტუდენები უწყეტ აქციას უკვე ორი კვირაა მართავენ.
ჩვენი პროტესტის ფორმა არის გამოხატულება იმ უსამართლობის და ეს ყველაფერი უპირისპირდება იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის თუნდა ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი, რომელიც არ არის სტუდენტების მხარეს. ესეც ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა - რექტორის გადაყენება. დაახლოებით ვართ 30 ადამიანამდე. გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი ჩვენსა და დაცვას შორის, ვინაიდან არ გვაძლევდნენ უფლებას გაგვეშალა ლეიბები და დავრჩენილიყავით, მაგრამ ჩვენ გამოვაცხადეთ სრული დაუმორჩილებლობა", - ამბობს სტუდენტი.