“იცი რა მიკვირს დათო, პასუხისმგებლობას რომ ვერ გრძნობ ოლიგარქის მოყვანისთვის” - სააკაშვილი დათო ტურაშვილს

მიხეილ სააკაშვილი, დათო ტურაშვილის გაჟღერებულ კომენტარს პასუხობს და სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რა განსხვავებაა ამ და ძველ მთავრობას შორის:

"დათო ტურაშვილი გამოჩნდა ტელეეკრანზე და შემდეგი "საკრალური" აზრი ჩამოაყალიბა: " მაშინ რა განსხვავებაა ამ და წინა მთავრობას შორის?"
ძვირფასო დათო მინდა ჩამოგიყალიბო რამდენიმე განსხვავება რომლებიც ალბათ არ გაგახსენდა ტელეგამონათების წინ.
- ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, ესენი ამ სახელმწიფოს ანგრევენ
- ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, ამათ ის არნახულ დონეზე აიყვანეს
- ჩვენ გავაცანით საქართველო მთელს მსოფლიოს, რომელიც ხელზე გვატარებდა, ამათ ყველას გადაგვკიდეს.
- ჩვენ შევაჩერეთ რუსეთი 2008-ში, - მე დავრჩი თბილისში და ჩავუდექი სათავეში წინააღმდეგობას, ესენი ბოლომდე დაუწვნენ დამპყრობელს
- მე ჯერ გადავდექი 2007-ში და თავისუფალი არჩევნები ჩავატარე, ხოლო 2012 წელს მშვიდობიანად, ორგანიზებულად გადავეცი ხელისუფლება 
(დანარჩენი ამ გვერდის მკითხველებმა გააგრძელეთ და გადააზიარეთ ეს პოსტი)
მე იცი რა მიკვირს დათო - საერთოდ რომ ვერ გრძნობ პასუხისმგებლობის ნატამალსაც კი ოლიგარქის მოყვანისთვის, საერთოდ მაკვირვებს  ის ხალხი რომელიც თვლის რომ ყოველთვის მართალი იყო და მათთან ყველა ტყუოდა, მგონი ჩვენმა ხალხმა თქვენი ტყუილების კბილი უკვე გამოიცვალა," - წერს სააკაშვილი.