ზუგდიდის აქციაზე დაკავებული მარიამ სიჭინავა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული პარტია "დროას" წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა თავისუფალია.

სასამართლომ მას 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით დააკავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. მან საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკი გამოიყენა.