მანამდე კი, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს შეხვდა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას ბათუმის "შერატონში" თავს ოლიგარქის დეპუტატი დიტო სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. გახარია მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მან სამედიცინო დაწესებულება დატოვა. ყოფილ პრემიერმინისტრს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.