ევროპარლამენტში დღეს - 21 იანვარს საქართველოზე დებატები გაიმართება, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. დებატები თემაა პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები საქართველოსა და ბელარუსში. ბელარუსის შემთხვევაში რეზოლუციასაც უყრიან კენჭს.
ევროპარლამენტში დებატები, თბილისის დროით დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება 2024 წლის 28 ნოემბრიდან. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.