ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. აროშიძემ 11-წევრიანი აკადემიური საბჭოდან 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილად გამოცხადდა. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.
ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტრის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, რომლებიც მოითხოვდნენ, რომლებიც არეშიძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ.