ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.