რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. დღეს უწყვეტი პროტესტის 55-ე დღეა.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ გაჩერდება მანამდე, ვიდრე ერთი პოლიტპატიმარი მაინც იქნება ციხეში.
აქციის მონაწილეების, თვეზე მეტია ყოველდღიურად გამოდიან რუსთაველის გამზირზე, და მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.