დღეს, 25 იანვარს უწყვეტი პროტესტის 59-ე დღეა. დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან.
განრიგი ასეთია:
- 14:30 - კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში - კამპუსის შენობიდან, დავით აღმაშენებლის 240;
- 15:00 - შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან - მზიური, ამფითეატრი;
- 16:00 - აქცია-კონცერტი "მუსიკალური აქცენტები - მიტაცება" - იპოდრომი;
- 17:00 - საბურთალოელების მარში - მეტრო დელისიდან;
- 18:00 - მიხა ხელაშვილის სახელობის მარში - რესპუბლიკის მოედანი;
- 19:00 - ფსიქოლოგების მარში - თსუ-ს პირველი კორპუსი;
- 19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
- 19:00 - აქცია პარლამენტთან;
- 20:30 - ფასებით უკმაყოფილოთა მარში - რესპუბლიკის მოედანი;
- 23:00 - მსვლელობა "მუსიკალური აქცენტები" - იპოდრომიდან პარლამენტამდე.