"მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია" - ჟურნალისტების აქციები თბილისსა და ბათუმში

თავისუფლება მზია ამაღლობელს - გენერალურ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს. ამაღლობელის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვენ ჟურნალისტები. მედიის წარმომადგენლები,  რედაქტორები და მედიამენეჯერები მთავარ საგამოძიებო უწყებისგან  მოშიმშილე ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს რეჟიმი  სამოქალაქო აქტივიზმისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯის. მედია პირველი ქალი სინდისის პატიმრის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ივანიშვილს და მის რეჟიმს აკისრებს.