"1-ელი თებერვალი - აჭარა; 2 თებერვალი - სამეგრელო" - ახალი თეატრი რეგიონებში გასვლას იწყებს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი რეგიონებში გასვლას იწყებს. 

მათი ინფორმაციით, 1-ელ თებერვალს აჭარაში ჩავლენ, 2-ში - სამეგრელოში.

თეატრი ბათუმისა და ზუგდიდის მერიებს მიმართავს:

"შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება!" - წერს თეატრი.

23 იანვარს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა თქვა, რომ რეგიონებში გასვლას იწყებენ. მათი მოთხოვნაა ანდრო ჭიჭინაძისა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.