პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების გამო, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების გამო, საქართველოს სახელით, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

 

„ღრმად დამწუხრებული ვარ, ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანაა. საქართველოს სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ამერიკელ ხალხს“, - წერს პრემიერ-მინისტრი.