დღეს, 31 იანვარს უწყვეტი პროტესტის 65-ე დღეა. „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - ამ სლოგანით თბილისში რამდენიმე მსვლელობა იმართება.ასევე, აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება.
ონლაინგამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში აღმაშენებლის გამზირიდან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიწყო.
მანამდე პირველი არხის წინ აქციის დროს სიტყვით გამოვიდნენ პროევროპული აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები. ისინი დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ისინი, ტრადიციულად ერთ დიდ აქციად გაერთიანდება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.