გაფიცულმა მსახიობებმა რეგიონული ტურნე დაიწყეს - "ახალი თეატრის" დასი ბათუმისკენ მიემართება

გაფიცულმა მსახიობებმა რეგიონული ტურნე დაიწყეს - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი ამ წუთებში ბათუმისკენ მიემართება.

დღეს მსახიობები და რეჟისორები შავი ზღვის პირა ქალაქში საზოგადოებას საპროტესტო მანიფესტს გააცნობენ, თუმცა თეატრალები ელოდებიან, რომ ხალხს მათთვისაც ექნება მანიფესტი მომზადებული საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ. 

თეატრალური გასტროლი სინდისის პატიმრებს ეძღვნებათ. უკანონო ტყვეებს შორის ერთი სწორედ ამავე თეატრის დასის წევრი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეა. სწორედ მანიფესტის ფარგლებში გაფიცული ხელოვანები ბათუმის შემდეგ, ხვალ, 2 თებერვალს სამეგრელოშიც ჩავლენ. 

ვეცდებით, ყველა რეგიონში ჩავიდეთ. რა საკვირველია, შევხვდებით ჩვენს მაყურებელს. თეატრი გავიდა შენობიდან, გავიდა გარეთ და უნდა შეხვდეს თავის მაყურებელს. იქ მართლა ჩავდივართ იმიტომ, რომ მათ მოვუსმინოთ. სპიკერები იქნებიან ჩემთვისაც უცნობი ტექსტებით. ყველაზე მეტად ახლა ეს გვაინტერესებს, რა აწუხებს აჭარას, რა აწუხებს ზუგდიდს", - ამბობს დავით დოიაშვილი.