სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა

მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა.

დადგენილებას, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.